12:36:13     30-10-2017
ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას
ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისიმ აღიარა, რომ მთელი ცხოვრება ბისექსუალი იყო, ახლა კი მამაკაცებს ანიჭებს უპირატესობას. როგორც ოსკაროსანი მსახიობი წერს, მისმა უახლოესმა გარემოცვამ იცის, რომ ცხოვრებაში მას ჰქონია სასიყვარული ურთიერთობები, როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან.
„ახლა მე უპირატესობას ვანიჭებ ჰომოსექსუალის ცხოვრებით ცხოვრებას. მინდა, ამის შესახებ გულწრფელად და ღიად ვთქვა“, - წერს კევინ სპეისი.
სექსუალური ორიენტაციის შესახებ მსახიობმა მას შემდეგ დაწერა, რაც მისმა კოლეგამ ენტონი რეპმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ენტონი რეპის მტკიცებით, ინციდენტი 1986 წელს მოხდა, როდესაც კევინ სპეისი 14 წლის იყო და ბროდვეის მიუზიკლში თამაშობდა.
რეპის თქმით, შემთხვევა კევინ სპეისის სახლში წვეულების დროს მოხდა, როდესაც მსახიობი ნასვამი იყო.
0