ერდოღანი- მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები დღეს ცდილობენ ზიანი მიაყენონ რესპუბლიკის ინტერესებს ერდოღანი- მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები დღეს ცდილობენ ზიანი მიაყენონ რესპუბლიკის ინტერესებს />


  12:01:58     30-10-2017

ერდოღანი- მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები დღეს ცდილობენ ზიანი მიაყენონ რესპუბლიკის ინტერესებს

a72993.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე თაიფ ერდოღანმა, თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით 150-მდე ადამიანის დაკავებასთან დაკაცშირებით განცხადება გაავრცელა.

„თურქეთი იმედის წყაროდ რჩება იმ ხალხებისთვის, რომლებიც პრობლემებსა და გასაჭირს დაუპირისპირდნენ. ზუსტად ამ მიზეზის გამო მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციები დღეს ცდილობენ ზიანი მიაყენონ რესპუბლიკის ინტერესებს“,-განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“, „დემოკრატიული კავშირის პარტიის“, „სახალხო თავდაცვის ძალებისა“ და FETO-ს ტერორისტები ვერ მიაღწევენ იმას, რომ თურქეთმა კურსი შეცვალოს.

„თურქეთი საშუალებას არ მისცემს სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ქვეყანას ხელი შეუშალონ დასახული მიზნების განხორციელებაში,2023 წლისთვის, როდესაც რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღვნიშნავთ, ყველა ჩვენი გეგმები განხორციელებული იქნება“-აღნიშნა თურქეთის პრეზდენტმა.
0

ავტორი: