ტრამპი  რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირის საქმის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს ტრამპი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირის საქმის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს />


  11:42:33     30-10-2017

ტრამპი რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირის საქმის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობას“ უწოდებს

a72991.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს, რომ რუსეთთან მისი ადმინისტრაციის კავშირის საქმის გამოძიებას „ალქაჯებზე ნადირობაა“.

ტრამპი მის წინააღმდეგ დოსიეს შედგენაში ჰილარი კლინტონსა და დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნულ საქმეში კლინტონის როლის გამოძიებას ითხოვს და რესპუბლიკურ პარტიას მოქმედებისკენ მოუწოდებს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის საქმეში ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ პირველი ბრალდებები დაამტკიცა. მიულერი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეს იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებებზეა საუბარი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ძალიან მალე რუსეთთან კავშირის საქმეში შესაძლოა პირველი დაკავება მოხდეს.ამერიკულმა სპეცსამსახურებმა იანვრის დასაწყისში დაადგინეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დახმარებოდა. ამჟამად გამოძიება, რომელსაც სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს, იკვლევს, ჰქონდა თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბს კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან. ორივე მხარე ბრალდებებს უარყოფს.
0

ავტორი: