ინდოეთში ექიმებმა თავით გადაბმული ტყუპი ბიჭები გააცალკევეს ინდოეთში ექიმებმა თავით გადაბმული ტყუპი ბიჭები გააცალკევეს />


  11:04:22     30-10-2017

ინდოეთში ექიმებმა თავით გადაბმული ტყუპი ბიჭები გააცალკევეს

a72986.jpg

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის დედაქალაქ დელჰიში, ექიმებმა, თავით გადაბმული ტყუპი ბიჭები გააცალკევეს.


2 წლის ჯაგა და კალია 16 საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან. შემდეგი 18 დღე პატარებისთვის გადამწყვეტი იქნება.

ინდოეთში ასეთი ტიპის ოპერაცია პირველად ჩატარდა. პროცესში 30 ქირურგი იყო ჩართული.ბიჭები საერთო სისხლძარღვებითა და ტვინის ქსოვილებით დაიბადნენ, ასეთი ტყუპები დაახლოებით სამ მილიონში ერთხელ იბადებიან. ოპერაცია კი ძირითად შემთხვევებში ერთ-ერთი ტყუპისთვის წარუმატებელია.

“ორივე ბიჭს განსხვავებული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ერთს გულთან, მეორეს კი თირკმელებთან დაკავშირებით.თავიდან ჯაგა უფრო ჯანმრთელი იყო, ახლა მისი მდგომარეობა გაუარესდა, კალია კი უკეთესადაა. თუ ტყუპები გამოჯანმრთელდებიან, შემდეგი ეტაპი თავის ქალის რეკონსტრუქციაა, რადგან ოპერაციამ დიდი ხვრელები დატოვა”, – განაცხადეს ექიმებმა.

მთავარ ოპერაციამდე კალიამ და ჯაგამ რამდენიმე მცირე ოპერაცია წარმატებით გადაიტანეს.
0

ავტორი: