გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარების საკითხი სავარაუდოდ დღეს განიხილება გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარების საკითხი სავარაუდოდ დღეს განიხილება />


  09:48:39     30-10-2017

გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარების საკითხი სავარაუდოდ დღეს განიხილება

a72980.jpg

საპარლამენტო ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში დაბარების საკითხს  სავარაუდოდ, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დააყენებს. 

საქმე ეხება ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები უწყების ხელმძღვანელისგან განმარტებებს ითხოვენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმესთან დაკავშირებით ეჭვებს პაატა პავლიაშვილის სიკვდილის შემდეგ შსს-სა და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებებიც იწვევს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არ არსებობს.

„ვფიქრობთ, რომ სწორია სურვილი ის, რომ პარლამენტში იყოს გარკვეული ინფორმაცია მოსმენილი ხელმძღვანელი პირების მხრიდან,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.

მმართველ გუნდში კი, გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას საჭიროდ არ თვლიან და ოპოზიცის მოთხოვნას არაადეკვატურად მიიჩნევენ.

„იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერები იარსებებდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი თვითმხილველია და მე ვფიქრობ, რომ ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები. მორიგი მცდელობაა პოლიტიკური ცირკის მოწყობის, მე არ მგონია, რომ საჭირო და დროულია დაბარება,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ. 0

ავტორი: