09:46:24     30-10-2017
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, სავარაუდოდ,პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
საქმე ეხება პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.
პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება.
0