დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება />


  09:37:53     30-10-2017

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება

a72978.jpg

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

0

ავტორი: