გიორგი კანდელაკი: შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა მისი ვალდებულებაა გიორგი კანდელაკი: შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა მისი ვალდებულებაა />


  13:53:51     27-10-2017

გიორგი კანდელაკი: შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა მისი ვალდებულებაა

a72953.jpg

"შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა მისი ვალდებულებაა."

ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
 
„ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას ვალდებულება, კითხვებს გასცეს პასუხი. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასდროს ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითხზე პასუხების გასაცემად, თუმცა არ მოვიდა. ახლაც, თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაა. სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, მუხთარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს,’’ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველოს“ გარდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობაც“.

0

ავტორი: