12:39:37     27-10-2017
ქართველი გოგონას ბრალდებას სექსუალურ შევიწროებაზე შსს შეისწავლის
შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზაცია "საფარის" წევრის მარი კურტანიძეზე მისი ყოფილი მასწავლებლის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმის შესწავლას აპირებს.
"მართალია, ჩვენთან შეტყობნება არ ყოფილა, მაგრამ პოლიცია დაინტერესდება საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული სტატიით და შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - განაცხადეს შსს-ში.
24 ოქტომბერს პარლამენტში ქალთა მოძრაობამ სექსუალური შევიწროების აკრძალვის მოთხოვნით ის 1000 ხელმოწერა შეიტანა, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში Facebook-ზე შეგროვდა. საქართველოში სექსუალური შევიწროება კანონით არ ისჯება.
0