პარლამენტში შს მინისტრის დაბარება იგეგმება პარლამენტში შს მინისტრის დაბარება იგეგმება />


  11:53:12     27-10-2017

პარლამენტში შს მინისტრის დაბარება იგეგმება

a72947.jpg

საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შსს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის დაბარებას გეგმავს.

კანონმდებლებს შეკითხვები გიორგი მღებრიშვილთან, დაკავებისას გარდაცვლილი მამაკაცის საქმესთან დაკავშირებით აქვთ და დამატებით განმარტებებს ითხოვენ. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მტკიცებულებების სახით არსებული სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა უნდა გასაჯაროვდეს. 

„თუ არ იქნა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, სხვა ოფიციალური პირები პარლამენტშიც მოვიდნენ და საზოგადოებას გააცნონ რაშია საქმე,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელმა.

დეპუტატების შეფასებით, პაატა პავლიაშვილის სიკვდილი სისტემური პრობლემის შედეგია, რის გამოც  ქვედა რგოლის თანამშრომლების დასჯის ნაცვლად, მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

მმართველი გუნდი კი, პატრულის მხრიდან ძალის გადამეტებას გამორიცხავს და უბედურ შემთხვევაზე საუბრობს.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქ პასუხგაუცემელი კითხვები არ იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება შს მინისტრის პარლამენტში დაბარების თემას, გამოძიების ეტაპზე მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა. 0

ავტორი: