11:49:51     27-10-2017
საგამოძიებო სამსახურმა კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების და შეძენის ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით. ყალბი დოკუმენტის თანახმად, ბრალდებულმა ჯამში 38 522 ლარის ღირებულების ხის მასალა პარტნიორ კომპანიას მიაწოდა. ამ კომპანიის დირექტორმა კი, თავის მხრივ, დამატებული ღირებულების გადასახადში უკანონო ჩათვლების მიღების მიზნით, ფიქტიურად მიწოდებული საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფასურად 3 500 ლარი გადაიხადა."- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
0