15:39:12     26-10-2017
"თქვა, იმ კაცმა, რომ მთიელი კაცია და სიტყვა შევაწიეო... ხდება ეს საქართველოში"

დეპუტატი გუგული მაღრაძე განმარტებას აკეთებს თოქ-შოუ "არჩევანში" დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, რომ ის ლობირებდა თამაზ მეჭიაურს როგორც ნათესავს.
მაღრაძის კომენტარს "პირველი რადიო" ავრცელებს.
"თქვა, იმ კაცმა, რომ მთიელი კაცია და სიტყვა შევაწიეო, მაგრამ მოდით ახლა თავსაც ნუ ჩავრგავთ ჩირგვებში და სირაქლემას პოზიციიდან ნუ ვიტყვით რომ მსგავსი რაღაცეები არ ხდება საქართველოში. როგორ არა, ვიღაცა ვიღაცას რეკომენდაციას უწევს... 2012 წელს, როდესაც ომი იყო და ბრძოლა იყო, მარტო კომპეტენციის საფუძველზე არ იყო. 2012 - ში იყო ვინ გაბედავდა და შემოუერთდებოდა ,,ქართულ ოცნებას“ ესეც იყო მაშინ და მარტო კომპეტენცია არ იყო. კომპეტენციით არჩევა თანამებრძოლების ეს არის საუკეთესო ვარიანტი და ეს საკმაოდ მშვიდ ქვეყანას ხდება. ახლა უკვე შეგვიძლია კომპეტენციებით ავარჩიოთ და შევარჩიოთ ხალხი. სიაში ვინ იქნება ჩვენს გვერდით 2012 წელს ამას მხოლოდ კომპეტენცია ვერ გადაწყვეტდა. იყვნენ კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ვერ გაბედავდნენ ბრძოლას "ნაციონალების" წინააღმდეგ ეს ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ როდესაც ქვეყანაში დაწყნარებული დალაგებული სიტუაციაა აღარ გვჭირდება მებრძოლების გვერდით დგომა. ახლა ჩვენ კომპეტენციით ვარჩევთ ხალხს. რაც ეხება, ივანიშვილის მითითებას კორუმპირებულები მეორე პლანზე ყოფილიყვნენ მე არ ვიცი და არასდროს მსმენია. მაგ ტიპის საქმეებში არ ვყოფილვარ ჩართული. ქართული ოცნება და ბატონი ბიძინა 2012 წელს იყო ის ძალა რომელსაც შეეძლო "ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. იყო პროგრესული ძალა და პროგრესულად რჩება“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.