საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა />


  15:30:26     26-10-2017

საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა

a72927.jpg

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა.

არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი იქნება, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ინდონეზიის რესპუბლიკაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიაში დავით ჯალაღანია.

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

0

ავტორი: