12:30:21     26-10-2017
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ვადა დღის ბოლოს ეწურება

მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრს“ ვადა დღის ბოლოს იწურება.
საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ორგანიზაციის საჩივარი არ დააკმაყოფილა და თიანეთში გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაური ცნო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მერი კაპანაძის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა „დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ მიერ წარდგენილი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც განკარგულებების გაბათილებას ეხებოდა.
"დანარჩენი ორი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმის და #20 საარჩევნო უბანზე შედეგების ბათილობას, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა,“ - განაცხადა მერი კაპანაძემ.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 25 ოქტომბერს ბათილად გამოაცხადა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული ორი გადაწყვეტილება.
პირველი, ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შესახებ და მეორე, 5 ბათილი ბიულეტინის „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნების შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაზ მეჭიაური მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც თიანეთის მერი ხდება.
0