დიმიტრი ხუნდაძე: ნეპოტიზმი „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი დიმიტრი ხუნდაძე: ნეპოტიზმი „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი />


  15:46:11     25-10-2017

დიმიტრი ხუნდაძე: ნეპოტიზმი „ქართული ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი

a72888.jpg

ნეპოტიზმი „ქართლი ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებისას გაჟღერებული ბრალდებების შეფასებისას ჟურნალსიტებს განუცხადა.  

პარლამენტარის თქმით, მმართველი პარტია ნათესაური კავშირებით არ ჩამოყალიბებულა და ორი ადამიანის ნათესაური კავშირი ბრალდების დასტურად არ გამოდგება.

„ნეპოტიზმი „ქართლი ოცნებისთვის“ არ არის მახასიათებელი და მთელს გუნდში თუკი ორი ადამიანი ერთმანეთის ნათესავი აღმოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნეპოტიზმი ან ნათესაური კავშირებით ყალიბდება გუნდი. ზოგადად ქვეყანა თავისი რიცხოვნობით იმდენად პატარაა, შეიძლება ორი - სამი ადამიანიც კი აღმოჩნდეს ნათესავი. ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი ყალიბდება რაღაც ნათესაური კავშირებით, ეს გამორიცხულია,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

0

ავტორი: