კობა ნარჩემაშვილი თამაზ მეჭიაურზე: ეს არის დემოკრატიის ზეიმი კობა ნარჩემაშვილი თამაზ მეჭიაურზე: ეს არის დემოკრატიის ზეიმი />


  15:43:23     25-10-2017

კობა ნარჩემაშვილი თამაზ მეჭიაურზე: ეს არის დემოკრატიის ზეიმი

a72887.jpg

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გაბათილდა და თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა, დადებითად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მომხდარი არის დემოკრატიის ზეიმი. 
  
„ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის ზეიმი, შეიძლება ასე შევაფასოთ, როდესაც არსებობს იმის საშუალება, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ჰქონდეს ამის გაპროტესტების საშუალება, როდესაც სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას როგორც ფაქტს.

მოვუწოდებ მხარეებსაც მიიღონ ეს გადაწყვეტილება და პრეტენზიის შემთხვევაში იმოქმედონ სამართლებრივი მეთოდებით. თუ რაიმე პრეტენზიები არსებობს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი იყო განხილვის საგანი, იგივე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუ ამ პრეტენზიას, რომელიმე მხარე გამოთქვამს,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.  

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. 0

ავტორი: