14:47:24     25-10-2017
"საია-ს მიმართ არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა და მექნება"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიმართ არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება, - ამის შესახებ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა.
მან საია-ს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "საერთოდ ჭკვიანი ხალხია".
"უზარმაზარ მადლობას ვუხდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, საერთოდ ჭკვიანი ხალხია. არის საკითხები, რომელშიც მე განსხვავებული აზრი მაქვს და დავრჩები მაგ აზრზე. არ მქონდა სიმპატია, მაგრამ გამიჩნდა სიმპატია და მექნება. რაღაც საკითხებში დავუშვათ ნატო-ში ჩვენ ადგილზე, ერთსქესიანთა ქორწინებაზე, დამიტოვოს ყველამ უფლება, მქონდე ჩემი პოზიცია და მათ თავისი, მაგრამ პიროვნება მე არასდროს დამიჩაგრავს თავისი მსოფლმხედველების გამო და არც მათთან მეგობრობაზე მითქვამს უარი", - განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სასამართლოში თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავდა.
ცნობისთვის, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა.
0