"ქართულ ოცნებაში" არიან საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და გადაარჩინეს თავისი ღირსება" "ქართულ ოცნებაში" არიან საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და გადაარჩინეს თავისი ღირსება" /> "/> " />


  13:57:30     25-10-2017

"ქართულ ოცნებაში" არიან საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და გადაარჩინეს თავისი ღირსება"

a72879.jpg

ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებაში" არის საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და ფაქტიურად ამით აღიარეს თავის შეცდომა და გადაარჩინეს თავისი ღირსება, - ასე გამოეხმაურა თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მან "ქართულ ოცნებას" მადლობა გადაუხადა.

"გუშინ და დღესაც არ გამოცხადდა თვითონ "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი მაქვს მხედველობაში, წარმომადგენელი. ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართულ ოცნებაში" არის საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და ფაქტიურად ამით აღიარეს თავის შეცდომა და გადაარჩინეს თავისი ღირსება. მე ასე მგონია და მათაც მადლობას ვუხდი", - აღნიშნა მეჭიაურმა.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება. სასამართლომ მისი მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა.

0

ავტორი: