13:23:46     25-10-2017
სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური იქნება.
სასამართლომ მისი მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა მცხეთის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას და პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მიკუთვნებული 5 ხმის გაბათილებას ითხოვდა.
„მახარე სისაური არის მნიშვნელოვანი ფიგურა. ის დაესწრო ხმების დათვლის პროცესს და შემდგომ დალუქვას, რომელიც მერე გახსნეს. სისაური და კიდევ რამდენიმე პირი ადასტურებს ფაქტს, რომ ბათილ ბიულეტინებში იყო 5-6 ბიულეტინი, რომელიც ბათილი იყო იმის გამო, რომ არცერთი კანდიდატი არ იყო შემოხაზული. მერე, საოლქო კომისიაში როცა უკვე გახსნეს ყუთი აღმოჩნდა რომ ასეთი ბიულეტინი არცერთი არ იყო“, – აღნიშნავდა თამაზ მეჭიაური.
0