12:52:17     25-10-2017
"თვითმმართველობის არჩევნებზე, უმეტესად, სიმშვიდე იყო"

"ვფიქრობთ, თვითმმართველობის არჩევნებზე, უმეტესად, სიმშვიდე იყო", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე დაკვირვებას მეორე ტურშიც განაგრძობენ.
„სპეციალური ჯგუფები გვქონდა შექმნილი იმისთვის, რომ მონიტორინგი გაგვეწია არჩევნების მიმდინარეობისთვის. ჩვენი დამკვირვებლები სხვადასხვა ადგილზე ადევნებდნენ თვალყურს პროცესს. ამ დაკვირვებით, ჩვენი დასკვნით, ეს იყო მშვიდობიანი არჩევნები.
იყო რამდენიმე მაგალითი, როდესაც გავიგეთ გარკვეული დარღვევების შესახებ, თუმცა უმეტესად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიმშვიდე იყო“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
0