12:08:27     25-10-2017
საუდის არაბეთი $500 მილიარდიანი მეგა ქალაქის აშენებას გეგმავს
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ წითელი ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის მშენებლობას გეგმავს, რომლის ცხოვრების სტილიც დღევანდელი სამეფოსგან განსხვავებული იქნება.
პრინცის თქმით, ეს იქნება თანამედროვე, ცივილიზებული ქალაქი, რომელიც საბოლოო წერტილს დაუსვამს ისეთ დისკრიმინაციულ ფაქტებს, როგორიცაა მაგალითად მართვის მოწმობის ქონის უფლების ჩამორთმევა ქალებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით ახალ ქალაქს „ნეომი“ ერქმევა და საუდის არაბეთისგან დამოუკიდებლად იარსებებს.
ქალაქის ღირებულება $500 მილიარდს შეადგენს და მას საუდის არაბეთის მთავრობა და საინვესტიციო ფონდი დააფინანსებენ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესმენებთან ერთად.
ინფორმაცია საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციაზე გაჟღერდა, რომელიც ერ-რიადში ჩატარდა.
0