10:20:32     25-10-2017
უკრაინის საემიგრაციო სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შესაძლებელია
უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა განცხდება, სადაც წერია, რომ კომპეტენტურ ორგანოებს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების პროცედურების განხორციელება შეუძლიათ.
საიმიგრაციო სამსახურში ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში საკუთარი სამართლებრივი სტატუსის დარეგულირების საკითხის იგნორირებას ახდენს.
„კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ საფუძველი, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების პროცედურები განახორციელონ“, - ნათქვამია საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაში.
0