შეერთებული შტატები ლტოლვილთა მიღებას განაახლებს, მაგრამ ამავე დროს, ვაშინგტონი 11 ქვეყნის მოქალაქეების შერჩევის წესს გაამკაცრებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ცვლილებები ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც დონალდ ტრამპმა 120-დღის განმავლობაში ლტოლვილთა მიღება აკრძალა. 120 დღე სამშაბათს, 24 ოქტომბერს დასრულდა და ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომელიც ამერიკას ლტოლვილთა პროგრამის განახლების საშუალებას მისცემს. განცხადებაში შეშფოთება არის გამოთქმული 11 ქვეყანაში ლტოლვილთა მიღების გამო და აღნიშნულია, რომ მთავრობა 90 დღიან მიმოხილვას ჩაატარებს, რათა დადგინდეს, არის თუ არა რაიმე დამატებითი გარანტიები, უზრუნველყოფილია თუ არა აშშ-ში უსაფრთხოება და კეთილდღეობა."
0