აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს />


  09:55:25     25-10-2017

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს

a72862.jpg

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს.

ინციდენტი კაპიტოლიუმში გუშინ მოხდა, როცა ტრამპმა რესპუბლიკელთა ლიდერთან, მიტჩ მაკკონელთან ერთად კაპიტოლიუმში ჟურნალისტების წინ ჩაიარა. ინციდენტის ამსახველმა კადრებმა ინტერნეტი მოიცვა.

ვიდეომასალაში პროტესტის ავტორის ხმაც ისმის. მან აშშ-ის პრეზიდენტს მოღალატე უწოდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას გაურიგდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოეგო. წესრიგის დამრღვევი კაპიტოლიუმის დაცვამ ადგილზევე დაკავა. ის ადგილობრივი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი რაიან კლეიტონი აღმოჩნდა. დაკავებულს ბრალი კანონდარღვევაში წაუყენეს.

0

ავტორი: