ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს />


  09:46:42     25-10-2017

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს

a72861.jpg

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ საუბრობს.

მან გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტია მისი თანაგუნდელებისგან დაკომპლექტდება და ამ კუთხით სხვა პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს. კონკრეტულად როდის შეიქმნება პარტია და ვინ იქნებიან მისი წევრები, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ელისაშვილი აცხადებს, რომ პარტიის შექმნამდე ასპარეზი ”თბილისის ჰამქარიდან” დაიწყება.

”მე პოლიტიკაში ვარ და სანამ ჯანი და ენერგია მაქვს, ვიქნები. პარტიის შექმნაზე ვფიქრობ, ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას არ ვგეგმავ. პარტიის შექმნას ვფიქრობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომელიბიც არიან კეთილსინდისიერნი და პროფესიონალები. თუმცა, ეს ცოტა ადრეა, მანამდე ”თბილისის ჰამქარი” იქნება ის ასპარეზი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ქალაქისთვის ბრძოლას განვაგრძობთ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

0

ავტორი: