16:30:59     24-10-2017
საფრანგეთში ჩვილს „ჯიჰადი“ დაარქვეს
BBC: მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ჯიჰადი“ ნიშნავს ძალისხმევას ან ბრძოლას და არა კონკრეტულად "წმინდა ომს".
საფრანგეთში ახლად დაბადებულ ბავშვს სწორედ „ჯიჰადი“ დაარქვეს. შეგახსენებთ, რომ საფრამგეთმა ბოლო წლებში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ტერორისტული თავდასხმები განიცადა.
საფრანგეთის მთავარი პროკურატურა ჩვილის სახელთან დაკავშირებით მოქმედებას აპირებს.რატომ არეგულირებს ზოგიერთი ქვეყანა ბავშვის სახელებს?
საფრანგეთის კანონმდებლობა არ ზღუდავს მშობლებს სახელის არჩევანის გაკეთებისას, თუ სახელი არ აყენებს ზიანს ბავშვის ინტერესებს და არ ეწინააღმდეგება სხვა ოჯახის წევრების რეპუტაციას.
ტერმინი "ჯიჰადისტები" ხშირად გამოიყენება ისლამური ბოევიკების აღსაწერად, როგორიცაა ის, ვინც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სახელით ტერაქტებს ატარებს.
2015 წლის დასაწყისიდან, ისლამისტების ბოევიკებმა საფრანგეთში 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, ამიტომ ქვეყანაში დღემდე საგანგებო მდგომარეობა რჩება ძალაში.
რა ზომები განხორციელდება ბავშვის მშობლების მიმართ, რომელთაც ჩვილს“ჯიჰადი“ დაარქვეს ჯერჯერობით უცნობია.
0