ბორის ჯონსოსნი: ჩრდილოეთ კორეა კაცობრიობას ემუქრება ბორის ჯონსოსნი: ჩრდილოეთ კორეა კაცობრიობას ემუქრება />


  16:24:54     23-10-2017

ბორის ჯონსოსნი: ჩრდილოეთ კორეა კაცობრიობას ემუქრება

a72812.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ფხენიანი აშშ-ზე ბირთვული დარტყმის განხორციელების გეგმას ამზადებს.

ეს განცხადება ბორის ჯონსონმა ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„კიმ ჩენ ინმა 19 რაკეტა გამოსცადა და ოთხი ბირთვული ცდა ჩაატარა. დღეს უკვე თითქმის ყველა აღიარებს, რომ ფხენიანი უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც უკვე მზად იქნება კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა იმ კონტინენტის მიმართულებით გაუშვას, რომელზეც აშშ-ი მდებარეობს“, - განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, თუ ფხენიანი ამას გააკეთებს, ის დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ქმედებას დაგმობენ არა მხოლოდ ევროპასა და აშშ-ში, არამედ რუსეთსა და ჩინეთშიც.
მისივე თქმით, ფხენიანის წინააღდმეგ სამხედრო ძალის გამოყენების გეგმა "თეორიულად მაინც უნდა რჩებოდეს განხილვის საგნად".
0

ავტორი: