მოსკოვში რადიო„ეხო მოსკვის“ ოფისში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს მოსკოვში რადიო„ეხო მოსკვის“ ოფისში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს />


  15:01:11     23-10-2017

მოსკოვში რადიო„ეხო მოსკვის“ ოფისში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს

a72807.jpg

რუსული რადიო „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა.

„ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელის არეში დაჭრა. ჩვენ ის დავაკავეთ და პოლიციას გადავეცით. ექიმების ინფორმაციით, ტატიანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - ნათქვამია „ეხო მოსკვის“ განცხადებაში.

სამართალდამცავ ორგანოებში „ეხო მოსკვის“ რედაქციაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაა დაადასტურეს.

rnrn

0

ავტორი: