10:41:43     23-10-2017
ნიგერიაში ტერაქტს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურიში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ცნობით, თავი სულ სამმა ტერორისტმა აიფეთქა.
პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია ქალაქის შემოგარენში ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ წევრების ჯგუფურად გადაადგილების შესახებ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ნიგერიაში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ბოლო ჰარამი“ მოქმედებს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ.
0