წინასწარი მონაცემებით,  „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში  40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი />


  09:55:45     23-10-2017

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი

a72792.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების“ პროპორციული სიით 15 დეპუტატი შედის.

ამ დროის მონაცემებით, თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პროპორციული სიით “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი დეპუტატი გაიყვანა. სავარაუდოდ, სამ მანდატს იღებს “ევროპული საქართველო“ და ორს - “პატრიოტთა ალიანსი“.

50 დეპუტატის შემადგენლობით არსებულ თბილისის საკრებულოში 25 მანდატი სწორედ პროპორციული წესით ნაწილდება.


თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.


„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მასშტაბით არჩევნები ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოიგო და 25-ვე მაჟორიტარული მანდატი სახელისუფლებო პარტიამ აიღო. შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ თბილისის საკრებულოში ჯამში 40 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 0

ავტორი: