"ვულოცავ არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს" "ვულოცავ არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს" /> "/> " />


  07:29:53     23-10-2017

"ვულოცავ არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს"

a72789.jpg

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება. პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარგველაშვილი ასევე აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა,  საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა  გამოიხატოს.

მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.

იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

არჩევნები 2017 ოფიციალური შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 0

ავტორი: