ირანელი რეჟისორი კანის კინოფესტივალზე ირანელი რეჟისორი კანის კინოფესტივალზე />


  10:55:42     18-05-2011

ირანელი რეჟისორი კანის კინოფესტივალზე

a6041.jpg

ირანელ რეჟისორს მოჰამად რასულფს, რომლის ფილმიც 14 მაისს კანის კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები, საზღვარგარეთ წასვლის ნება დართეს. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ რეჟისორის ადვოკატზე დაყრნობით იუწყება.

2010 წლის დეკემბერში, რასულფს და მის კოლეგას ჯაფარ ფანახის ექვს წლამდე თავისუფლების არკვეთა მიესაჯა. ორივე რეჟისორმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რის შემდეგაც ისინი გადასახადის გადახდის მერე გაათავისუფლეს და უცხოეთში წასვლის ნება დართეს.

 

რასულფის ფილმი „Be Omid e Didar“ 14 მაისს კანის კინოფსტივალზე იქნა ნაჩვენები. ფილმი ახალგაზრდა თეირანელი ადვოკატის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ვიზის მიღებას და ირანიდან წასვლას ცდილობს.

 

ირანის ხელისუფლებამ კანის კინოფესტივალი ირანელი რეჟისორების პოლიტიკური მოტივებით ჩვენებაში დაადანაშაულა. მაგალითად, რეჟისორ ჯაფარ ფანახის ფილმი, რომელიც გასულ წელს კანში უჩვენეს, 2009 წელს, პრეზიდენტის პოსტზე მაჰმუდ აჰმადინეჯადის არჩევის შემდეგ ირანში დაწყებულ არეულობებს ეხება. ეს ფილმი ირანში ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდად შეფასდა. 

0

ავტორი: