19:46:05     21-10-2017
„ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები"

„ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ხმები,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გაააკეთა და ოპოზიციურ პარტიებს მიმართა.
მელის თქმით, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, „ქართული ოცნება“ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ თითოეული ხმა უნდა დაიცვან.
„ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ხმები მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება, რომელმაც წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის, მუქარის, შანტაჟის დემონსტრირება მოახდინა. მიუხედავად ამისა, "ქართულ ოცნებას" არ ყოფნის, რომ ეს საარჩევნო მარათონი პირველ ტურში დაამთავროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
0