17:11:14     21-10-2017
ყიზილაჯლოში სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
ყიზილაჯლოში სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
"არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ვთხოვთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავოს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინტერპრეტაციებისგან"-განაცხადეს შსს-ში.
0
ავტორი: