10:53:34     18-05-2011
სტივენ ტაილერი მწერლის აპლუაში
Aerosmith - ის ლიდერის, სტივენ ტაილერის ავტობიოგრაფიული წიგნი „Does The Noise In My Head Bother You“ „ნიუ იორკ თაიმსის“ ბესტსელერების სიაში მოხვდა.
მომღერლის ნამუშევარი გამომცემლობა „Ecco“ - ს მიერ გამოქვეყნდა, რომელიც კომპანია „HarperCollins“ - ის წარმომადგენლად ითვლება. წიგნა გაყიდვაში 2011 წლის 3 მაისს გამოვიდა. ტირაჟის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ტაილერის ავტობიოგრაფიულ წიგნში ნარკოტიკებისადმი მის დამოკიდებულებაზეცაა მოთხრობილი. მომღერალმა წარსულში განაცხადა, რომ სურს მკითხველს თავისი პირადი, სხვადასხვა მხარის შესახებ მოუთხროს.
უკანასკნელ თვეებში, Aerosmith- ის ვოკალისტმა რამდენიმე სოლო კომპოზიციის გამოშვება მოასწრო. 2010 წლის ნოემბერში ტაილერმა მსმენელებს სიმღერა“ Love Lives“ წარუდგინა, რომელიც სინგლის სახით 2011 წლის მაისში გამოვიდა.
0