"არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს" "არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს" /> "/> " />


  11:41:14     21-10-2017

"არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს"

a72730.jpg

არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უბნებზე იმყოფებიან, თავზე ადგანან საარჩევნო კომისიის წევრებს და იწერენ ამომრჩევლების პირად ნომრებს.

„ირღვევა ხმის ფარულობის პრინციპი. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია. მოვუწოდებთ ამომრჩეველს, უხეში ზეწოლის მიუხედავად, სათანადო პასუხი გასცეს. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვიდეომასალაც. საია-მ მოუწოდა ცესკო-ს რეაგირებისკენ. დაიწერა საჩივრები რამდენიმე დარღვევაზე. დუშეთის მე-13 უბანზე ჯერ კიდევ არ მიუტანიათ ბიულეტინები. ბოლნისში, მე-20 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე თავდასხმა მოხდა. კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს კანდიდატზე კი, ახალციხეში მოხდა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

0

ავტორი: