10:49:10     21-10-2017
მარნეულში 26-ე საარჩევნო უბანზე "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელი არ შეუშვეს

მარნეულში საარჩევნო პროცესი ინციდენტებით დაიწყო.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
26 საარჩევნო უბანზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამკვირვებელი არ შეუშვეს. ინციდენტი მალევე ამოიწურა და ამ ეტაპისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე 8:10 საათზე მივიდა.
0