"იმედი მაქვს, მოქალაქეები დღეს, ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან „ქართული ოცნებას“ "იმედი მაქვს, მოქალაქეები დღეს, ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან „ქართული ოცნებას“ /> "/> " />


  10:31:51     21-10-2017

"იმედი მაქვს, მოქალაქეები დღეს, ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან „ქართული ოცნებას“

a72720.jpg

იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები იმ არჩევანს გააკეთებენ დღეს, რომ ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელმაც ხმა მთაწმინდის ნომერ მე-15 საარჩევნო უბანზე მისცა. 

მისი თქმით, თუ იქნება აქტიურობა, ხელისუფლება დამარცხდება.

"მთავარი არის დღეს მოქალაქეების აქტიურობა. თუ იქნება აქტიურობა, ხელისუფლება დამარცხდება. შეუძლებელია ამ სტატუს-კვოს შენარჩუნება თბილისსა და რეგიონებში, ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისა და რაც მთავარია, ცვლილებების, განვითარების, ევროპისკენ ნაბიჯის მხარდაჭერისკენ. თბილისში განსაკუთრებით აუცილებელია ეს ცვლილებები იმისათვის, რომ ის გაყინული მდგომარეობა, უკუსვლა და ის უპატრონობა, რაც თბილისსა და რეგიონებში სუფევს, უნდა დასრულდეს ამ არჩევნებით. ამის შესაძლებლობა არის, თუ მოქალაქეები იაქტიურებენ. იმედი მაქვს, ჩვენი მოქალაქეები იმ არჩევანს გააკეთებენ დღეს, რომ ერთ კარგ დიდ სილას გააწნიან "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.

0

ავტორი: