09:52:46     21-10-2017
„ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრატორებთან და იწერენ ყველას ვინაობას, ვინც კი მოდის“

„ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრატორებთან და იწერენ ყველას ვინაობას, ვინც კი მოდის... ვინც მოსული არ იქნება, მათზე შემდეგ აგიტატორი იმუშავებს და მოიყვანს“, - ამის შესახებ „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„მოკლედ, ასეთი ამბებია უბნებზე. „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრატორებთან და იწერენ ყველას ვინაობას, ვინც კი მოდის. ყოველ 2 საათში უნდა ჩაგვანაცვლონ და სიები უნდა გადავცეთო. ვინც მოსული არ იქნება, მათზე შემდეგ აგიტატორი იმუშავებს და მოიყვანს. თან ხმების მიახლოებითი ოდენობაც გვეცოდინებაო.
რამოდენა ფინანსური რესურსია არჩევნებში ჩადებული. ერთხელ მაინც ხო შეიძლება არჩევნები საქმემ და იდეებმა მოიგოს და არა ფულმა“, - აღნიშნავს კუპრაძე.
მისივე ინფორმაციით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამ სიების შევსებაზე დგას „მემარცხენე ალიანსის“ დამკვირვებელი.
0