სოფელ ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ღამით მისულ ჟურნალისტებს კარი ღია დახვდათ (ვიდეო) სოფელ ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ღამით მისულ ჟურნალისტებს კარი ღია დახვდათ (ვიდეო) />


  09:34:35     21-10-2017

სოფელ ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ღამით მისულ ჟურნალისტებს კარი ღია დახვდათ (ვიდეო)

a72706.jpg

ჩოხატაურში, სოფელ ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ღამით მისულ საინფორმაციო სააგენტო „გურიანიუსის“ ჟურნალისტებს უბანი ღია დახვდათ. 

ეზოში მყოფმა პირმა, ოლეგ ყაჭეიშვილმა განაცხადა, რომ ის საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და პარალელურად „დარაჯის“ ფუნქციასაც ითავსებს. მისივე მტკიცებით, პოლიციას ბიულეტენები დალუქული აქვს და ყველაფერი სეიფში იყო ჩაკეტილი, თუმცა გასაღები მასთან, კონკრეტული პარტიის წარმომადგენელთან ინახებოდა.

„მილიციის ისაა წარმომადგენელი და გავუღე ის კარები და ახლა დავკეტავ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სოფელ ჯვარცხმის საარჩევნო უბანზე ოლეგ ყაჭეიშვილმა.

კანონის თანახმად უბანი დაკეტილი უნდა ყოფილიყო.  0

ავტორი: