09:27:52     21-10-2017
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამ დროისთვის არსებული მონაცემები წარმოადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციამ 09:00 საათისთვის არსებული მონაცემები წარმოადგინა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ, იმ რეგულაციებსა და პროცედიურებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ხმის მიცემის პროცედურა წარომართოს მშივიდ ვითარებაში და მოსახლეობამ საკუთარი არჩევნი დააფიქსიროს.
მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო კომისია საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„341 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები მიიღებენ ორენოვან ბიულეტენებს. ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე, ხოლო 4 უბანზე სამენოვან ბიულეტენებს. საარჩევნო მცირემხედველი ამომრჩევლები ისარგებლებენ გამადიდებელი ლინზით, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილია ბიულეტენების შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. ყრუ და სმენადაქვეითებული, ასევე მხარდამჭერის მიმღები საარჩევნო უბაზე ხმის მიცემის პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიიღებენ სპეციალური პოსტერის მეშვეობით. რაც შეეხება ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, ადაპტირებულ, 1153 საარჩევნო ბანზე განთავსებულია სპეციალური ხმის მიცემის კაბინები. აღსანიშნავია, რომ 21 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 ათას 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 20 ათას 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 4 ათას 820 ჟურნალისტი,“ - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო ადმინისტრაცია მედიას და საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. გაიმართება 6 საინფორმაციო ბრიფინგი და ასევე გაჟღერდება ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.
„საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია აგიტაცია, ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს 08:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც,“ - აცხადებს ანა მიქელაძე.
ცესკო ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
0