11:54:48     20-10-2017
ქართული ოცნების დეპუტატი ჯერ არგახსნილ დანაშაულს უკვე ნაც-მოძრაობას აბრალებს
ქართული ოცნების დეპუტატი, ზაზა ხუციშვილი, რომელიც იყო დრო, როდესაც დახოცილი ნანადირევის ფონზე პოზირებდა სოციალურ ქსელში, მარნეულში მომხდარ სისხლიან ინციდენტს ნაც-მოძრაობას აბრალებს, თუმცა, აცხადებს რომ „კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს“.
[I=2]ბატონი ხუციშილი ამბობს რომ „ის, რაც მარნეულში მოხდა, ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა“.
„გუშინ მომხდარ ინციდენტზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, გავიხსენოთ სწორედ მარნეული, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, როცა იყო ქვების სროლა.
სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა არ ისვენებს, გაიხსენეთ კორცხელი, იგივე ის, რაც უკრაინაში ხდება.
ასეთი ინციდენტების დროს ერთი მხარე ყოველთვის არის „ნაციონალური მოძრაობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა ხუციშვილმა.
[I=3]ხუციშვილის ეს განცხადება ძალიან ჰგავს 2012 წელს ალასანიასა და მანანა ბერიკაშვილის განცხადებებს, როდესაც მათ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩვილი ბავშვის მკვლელობა დააბრალეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს.
თუმცა, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც კანდიდატს და არც ნაციონალურ მოძრაობას.
მეტიც, გარდაცვლილის მშობლები დღეს უკვე ხელს ქართული ოცნების წარმომადგენლებისაკენ იშვერენ...
არადა, ზაზა ხუციშვილისაგან განსხვავებით, რომელიც არალეგალურ ნადირობაშია შემჩნეული, ევროპული საქართველოს წევრი, აჰმედ იმამკულიევი აცხადებს რომ მარნეულში ქართული ოცნების შტაბის დაცხრილვა და 5 პირის, მათ შორის კანდიდატის დაჭრა, შიდაპარტიულ დაპირისპირებას უკავშირდება.
[I=4]„ეს არის „ქართლი ოცნების“ სახე, დღეს საქართველოში მმართველი გუნდი არის „ქართლი ოცნება“ და ხდება ასეთი ფაქტები. წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამწუხაროდ. ვუყურეთ გიორგი მღებრიშვილის გამოსვლას, არანაირი გამოძიება, მოსახლეობას ინფორმაცია არ აქვს, რის გამო მოხდა, რატომ მოხდა...
ჩვენ ვიცით ჭორის დონეზე, რომ ეს შესაძლებელია იყოს შიდა პარტიული დაპირისპირება“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა, აჰმედ იმამკულიევმა.
შეგახსენებთ რომ გუშინ, მარნეულში ქართული ოცნების შტაბი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილეს. დაჭრილია 5 პირი. ადგილზე იმყოფებოდა შს მინისტრი.
გიორგი მღებრიშვილი, მომხდარს, "მაინცდამაინც პოლიტიკას არ უკავშირებს" (როგორც ჩანს, ხუციშვილმა ამის შესახებ არაფერი იცის).
ინციდენტის სხვა დეტალები და დამნაშავის ვინაობა, ამ დრომდე უცნობია.
0