იანოშ ჰერმანი: საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ ეუთო-ს ანგარიშის შემდეგ იანოშ ჰერმანი: საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ ეუთო-ს ანგარიშის შემდეგ />


  17:15:44     19-10-2017

იანოშ ჰერმანი: საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ ეუთო-ს ანგარიშის შემდეგ

a72643.jpg

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს საარჩევნო პროცესების განვითარებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, იანოშ ჰერმანმა განუცხადა. 

„თქვენ იცით, რომ საქართველოში მუშაობს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია, რომელიც წარადგენს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დეტალურ ანგარიშს. ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ანგარიშზე დაყრდნობით გამოვიტანთ. ამ პერიოდში ვუსმენთ ძალიან ბევრ საინფორმაციო წყაროს. ცალკეული შემთხვევები ნამდვილად არის, მაგრამ მე ვერ დავარქმევდი ამას სისტემურ დარღვევებს. 

დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, საარჩევნო კომისია, ყველა მხარე დიდ ყურადღებას მიაქცევს ამ დარღვევების აღმოფხვრას და მდგომარეობის გამოსწორებას. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ ეუთო-ს ანგარიშის შემდეგ“, - აღნიშნა ჰერმანმა. 

0

ავტორი: