მიხეილ ჯანელიძე: მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა მიხეილ ჯანელიძე: მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა />


  13:26:47     19-10-2017

მიხეილ ჯანელიძე: მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა

a72629.jpg

"მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის"-

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მოხდა იმ პროგრესის აღიარება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ.

"დარბაზში იყო სრული მხარდაჭერა საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიმართ. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში პოლიტიკური მხარდაჭერის გამოვლენა. ჩვენ ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ გავაგრძელოთ ევროკავშირის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ისინი მაქსიმალურად ჩავრთოთ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესში. 

ეს ადასტურებს, რომ საქართველო სწორ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ნაბიჯები წარმატებით ხორციელდება. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ მტკიცე მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის“,- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე  ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვიდა. 0

ავტორი: