კანადის პრემიერმინისტრმა გარდაცვლილ მომღერალ გორდ დაუნზე იტირა კანადის პრემიერმინისტრმა გარდაცვლილ მომღერალ გორდ დაუნზე იტირა />


  11:57:55     19-10-2017

კანადის პრემიერმინისტრმა გარდაცვლილ მომღერალ გორდ დაუნზე იტირა

a72622.jpg

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გარდაცვლილ მომღერალ გორდ დაუნზე საუბრისას იტირა.

პრემიერმა დაუნს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ მისმა გარდაცვალებამ ყველას დაწყვიტა გული.

„მას უყვარდა კანადა, მას ქვეყნის ყველა კუთხე უყვარდა, უყვარდა ჩვენი ქვეყნის ისტორია" - განაცხადა ტრუდომ.

ცნობილი კანადელი მომღერალი, ჯგუფ Tragically Hip-ის ლიდერი, გორდონ დაუნი 17 ოქტომბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. გორდონ დაუნს 2015 წელს თავში ტვინის სიმსივნე აღმოუჩინეს. მისი გადარჩენა, მკურნალობის კურსის გავლის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. 0

ავტორი: