09:57:03     19-10-2017
როგორ ემუქრება ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს?
ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ისინი აშშ-ის მოულოდნელად წარმოუდგენელ დარტყმას მიაყენებენ.
ეს გაფრთხილება კორეის ნახევარკუნძულთან აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლების გამო გაკეთდა.
26 სექტემბერს ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ისეთ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის, რომლითაც აშშ-ის ტერიტორიაზე დარტყმა იქნება შესაძლებელი.
სამხედრო მანევრები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან საფრთხის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.ამ ეტაპზე სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო 28 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.
0