რატომ არის ყველაფერი ცუდად? რატომ არის ყველაფერი ცუდად? />


  17:40:41     18-10-2017

რატომ არის ყველაფერი ცუდად?

a72602.jpg

ებრაელთა სიბრძნისა და გამჭრიახობის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი.

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ცნობილი და ბრძენი ებრაელის გამონათქვამს იმის შესახებ, თუ რატომ არის ყველაფერი ცუდად.
პირველმა ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით შუბლზე მიუთითა. ეს იყო მოსე.


მეორე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით გულზე მიუთითა. ეს იყო იესო.

მესამე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით ჯიბეზე მიუთითა. ეს იყო მარქსი.

მეოთხე ბრძენმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ აქვთ, რომ მათ აქ ყველაფერი ცუდად აქვთ და ხელით ქამრის ქვემოთ მიუთითა. ეს იყო ზიგმუნდ ფროიდი.

მეხუთე ბრძენმა ებრაელმა კი თქვა, რომ ადამიანებს ყველაფერი არც ისე ცუდად აქვთ, რადგან ყველაფერი ფარდობითია. ეს იყო ალბერტ აინშტაინი.
0

ავტორი: