17:31:24     18-10-2017
ევროკომისია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ტერაქტებისგან დასაცავად 120 მილიონი ევროს გამოყოფს
ევროკომისია 2017 და 2018 წლებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ტერაქტებისგან დასაცავად 120 მილიონი ევროს გამოყოფს.
უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარმა ჯულიან კინგმა განაცხადა, რომ დაბალტექნოლოგიური ტერორიზმი იზრდება, რომლის მაგალითად ბერლინსა და ლონდონში მომხდარი ტერაქტები მოიყვანა.
„ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ზომები მივიღოთ, რათა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მეტად დაცული გავხადოთ მათი დანიშნულების შეცვლის გარეშე. გვსურს ევროკავშირის ქვეყნებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან მუშაობა ამ მიზნით“, - განაცხადა კინგმა.
0