მამუკა მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ მამუკა მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ />


  15:05:58     18-10-2017

მამუკა მდინარაძე: არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ

a72591.jpg

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" აპირებს სახალხო დამცველის კანდიდატურაზე გუნდის შიგნით შეჯერდეს.

​ამის შესახებ  ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობოების მიერ საკუთარი კანდიდატის დაასახელების ინიციატივას გამოეხმაურა. 

მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ აპირებს, რომ სახალხო დამცველის საკითხზე გუნდის შიგნით შეჯერდეს. 

"ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, რომ სახალხო დამცველის თემაზე გუნდის შიგნით დავილაპარაკოთ და წარვადგინოთ ღირსეული კანდიდატურა. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის მიერ კანდიდატის დასახელებას, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში კომპეტენციები გამიჯნულია. არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა დაასახელოს სახალხო დამცველის კანდიდატურა. ამ ნორმაში არ არის საუბარი არასამთავრობო სექტორზე. შესაძლებელია გარკვეული კონსულტაციები გაიმართოს და გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის აზრი, თუმცა ცალსახად, დღევანდელი კანონმდებლობის გვერდის ავლა არ მიმაჩნია სწორად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა დღეს არასამთავრობოებს მოუწოდა, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ.

სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება. 0

ავტორი: