საფრანგეთში  სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს />


  13:55:59     18-10-2017

საფრანგეთში სამართალდამცველებმა პოლიტიკოსებზე თავდასხმა აღკვეთეს

a72588.jpg

საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა დანაყოფებმა პარიზის შემოგარენში და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში ათი მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავეს, რომელებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკოსებზე და მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდნენ.


დაკავებულები 17-დან 25 წლამდე პირები არიან, მათ შორის 9 მამაკაცი და 1 ქალია.

გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, ორგანიზაცია "ფრანგული ქმედების" აქტივისტ ლოგამონთან იყვნენ დაკავშირებული, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში დააკავეს.

თავდასხმის სავარაუდო სამიზნეს მეჩეთში შეკრებილი მიგრანტებიც წარმოადგენდნენ. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის მზადება საწყის ეტაპზევე აღიკვეთა.
0

ავტორი: